შეზღუდვები, ქედელი ფერმერები და ქედის მერია

476

ეპიდემიური ვითარების გამო შემოღებულმა აკრძალვებმა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს დარტყმა მიაყენა. მაგალითად, ქედაში ერთ-ერთი ოჯახი ბათუმში რძის რეალიზაციას ტრანსპორტის არ არსებობის გამო ვეღარ ახერხებს, ანალოგიური პრობლემა აქვთ თამბაქოსა და ხეხილის მწარმოებლებს. მხოლოდ ქედაში გაყიდვით კი ხარჯებს ვერ ამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მერიაში მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოხატავენ და ტრანსპორტის გამოყოფასაც გეგმავენ, რისთვისაც მწარმოებელი სოფლის რწმუნებულებს უნდა დაუკავშირდნენ.