ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ საკითხს დააყენებს.
კითხვაზე, რას ფიქრობს მინისტრი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ნებაყოფლობითობასთან და მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენების შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვა აქამდეც ყოფილა და თუ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნაა, საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს განხილვისთვის.
“ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთქვით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვაზე მეორედ აღარ დაგვიყენებია, თუმცა ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამ თემაზე ვიმსჯელებთ“,-აღნიშნა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.