წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ქვეყნის მასშტაბით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეების გამოცხადებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ამ 1-კვირიანი გახსნის პირობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ნარჩუნდება, რაც შეინარჩუნებს მობილობის დაბალ დონეს.
„წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, დაახლოებით ერთი წელია უკვე ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ჩვენ მოქალაქეებს პარალელურად ვეუბნებით, რომ ფაქტობრივად 31-დეკემბრიდან 15-იანვრამდე უქმე დღეები გაქვთ, დასვენების დღეები. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, იმისთვის რომ ადამიანმა წინასწარ დაგეგმოს. თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ 15 პარასკევია და ებმება შაბათ-კვირა, დაახლოებით 3 კვირა აქვთ ადამიანებს შესაძლებლობა თავიანთი გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ. ჩვენ ამ 1-კვირიანი გახსნის პირობებში რამდენიმე მნიშვნელოვან, სისტემურ შეზღუდვას ვინარჩუნებთ, მაგალითად, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვას, რესტორების არ გახსნას, ეს მაინც შეინარჩუნებს მობილობის დაბალ დონეს. გეთანხმებით, რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ელემენტარული წესების დაცვას, კარგად გვესმის საახალწლო მობილობა როგორი იქნება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ წესების დაცვა. როგორ დავიცავთ წესებს ამაზე იქნება დამოკიდებული როგორ გავატარებთ იანვარს“,-განაცხადა პრემიერმა.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.