კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.
თბილისის მერიის ცნობით, მოედანზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით, უსაფრთხოების კუნძულები განთავსდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, სრულად იქნება ათვისებული მოედანზე არსებული, გამოუყენებელი ტერიტორია და მისი მასშტაბი, რათა ქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეიქმნას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.