“GWP” დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. კომპანია ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, – აცხადებენ “GWP-ში”.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში იცვლება 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის და 1 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სარეაბილიტაციო პროექტში 1 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.