„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მისი მერობის შემთხვევაში დიდუბეში ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს.
როგორც ხოშტარიამ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს საკითხი პროგრამაში აქვს, თუმცა დასძენს, რომ ახლა არასერიოზული იქნება იმაზე საუბარი თუ რა ადგილებზე განთავსდება რეკრეაციული ზონები, რადგან უნდა მოხდეს მწვანე საფარის ინვენტარიზაცია და გადაწყვეტილება პროფესიონალების მიერ უნდა იყოს მიღებული.
„ერთი ეს არის სატვირთო რკინიგზის გადატანის შემდეგ ცენტრალური პარკის გაკეთება დიდუბეში. ახლა რომ მისამართების ჩამოთვლა დავიწყო სად იქნება რეკრეაციული ზონები, ძალიან არასერიოზული იქნება, ვინაიდან გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა და ამ საქმის მცოდნეებმა მას შემდეგ რაც მთელი მწვანე საფარის სრული ივენტარიზაცია მოხდება.
თბილისის ზღვა არის რეკრეაციული ზონა და იქ რეკრეაციული ზონა კი არ უნდა გააშენო, არამედ არ უნდა დაანგრიო ის, რაც გაქვს. არ მისცენ ნებრათვა იქ რაღაცა მშენებლობების, რათა ეს რეკრეაციული ზონაც არ დავკარგოთ.
ასევე უნიკალური რეკრეაციული ზონა გვაქვს წყნეთში, რომელიც გასხვისებულია, მაგრამ ქალაქს შეუძლია არ მისცეს მესაკუთრეს უფლება რომ იქ რაღაცა ააშენოს. ხშირ შემთხვევაში არსებული რეკრეაციული ზონების შენარჩუნების პრობლემა გვაქვს და ის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სადაც სიმწვანის ყველაზე ნაკლებობაა ვიფიქროთ როგორ განვავითაროთ რეკრეაციული ზონა. თუმცა, დიდუბის ცენტრალური პარკის გაშენების იდეა პროგრამაში მაქვს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წყარო: აიპრესი