წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ბექა ოდიშარიამ ხმების 91.57% მიიღო

833

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში მთაწმინდა-კრწანისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 91, 92% (18769 ხმაა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ევროპული საქართველდან”, შალვა შავგულიძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 8.43% დააგროვა (1727 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.