ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები შეიკრიბენ და ე.წ. სირცხვილის კორიდორს აწყობენ.
ისინი საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს ხვდებიან შეძახილებით ,,მონებო”, „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“.
ალტერნატივას წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათთვის სირცხვილის კოლოდორო მოეწყოთ და ამ ფორმით გაეპროტესტებინათ მიმდინარე პროცესი.
“აქ მოვედით იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ, მთავრობამ არჩევნები გაგვიყალბა. ივანიშვილს ალბათ ჰგონია, რომ ამას ქართულ, „ჯიგრულ პონტში“ შევარჩენთ, მაგრამ არ გამოუვათ”, – აცხადებს “ალტერნატივას” აქტივისტი მარიამ ვარშანიძე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.