სიღნაღში წყალმომარაგების სისტემა გაუმჯობესდა

774

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით 4 სოფელში ჭაბუღღილები, სამარაგო რეზერვუარები და ქსელები მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ბოდბისხევში 780 მეტრის ქსელის გაყვანა მოხდა. სოფელ ვაქირში დაიქსელა 1270 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. ხოლო სოფელ საქობოში 1440 მეტრის მანძილზე წყალსადენი ქსელის გაყვანა მოხდა”, – აცხადებენ სიღნაღის გამგეობაში.

უწყების ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელ ქვემო ბოდბეში ასევე მოეწყო ჭაბურღილი, 250 მეტრის სიგრძის ქსელი, რეზერვუარებით და საუბნო ონკანებით.