ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მერიის ნებართვას მიიღებენ სოფლებში მგზავრების გადასაყვანად, GPS მონიტორინგის სისტემით გააკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სადისპეჩერო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში”, – წერია განკარგულებაში.
გარდა ამისა, 6 თვეში ერთხელ მაინც განხორციელდება კონკურსის წესის თანახმად გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების,ნებართვის მფლობელების ავტოპარკის ტექნიკური დათვალიერება.
სააგენტოს უფლება ექნება ხაზიდან მოხსნას ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოწმების შემდეგ, ექსპლოატაციისთვის უვარგისი აღმოჩნდება.