გორის მერია: საახალწლო განათებების მონტაჟი სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება

340

“საახალწლო განათებების მონტაჟი სავარაუდოდ თვის ბოლოდან დაიწყება”, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მერიაში უთხრეს. 

“ტენდერია გამოცხადებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაწილეთა შერჩევა – შეფასების პროცესი, როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, დაიწყება საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოსთვის დაიწყება”, – ამბობენ მერიაში.

ინფორმაციისთვის, საახალწლო განათებებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც გორის მერიის შესყიდვების სამსახურში განმარტავენ, სამონტაჟო სამუშაოებისთვის ცალკე ტენდერი გამოცხადდება, რისთვისაც 30 ათასამდე ლარის დახარჯვას ვარაუდობენ.