“ევროპული საქართველოს” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

539
ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო

წინა სტატია

“ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით ნებიერიძის განცხადებით, ერთ-ერთი უბნის შესწორებულ ოქმზე გაყალბებული ხელმოწერებია.

“ საბოლოო ჯამში, გარდა იმ უამრავი დარღვევისა, ყველაზე აღმაშფოთებელი და ყველაზე თავხედური, რაც ახლა გაფორმდა არის ის, რომ ყველა კომისიის წევრმა აღიარა, რომ ერთ-ერთი უბნის შესწორების ოქმზე არის გაყალბებული ხელმოწერები, ანუ უბნის კომისიის თავმჯდომარემ თვითონ მოაწერა ხელი შესწორების ოქმში კომისიის წევრების ნაცვლად და დაარტყა ოლქის ბეჭედი და არა საკუთარი უბნის ბეჭედი და დღეს თამაზ ფოლადაშვილი აპირებს, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოსცეს შემაჯამებელი ოქმი, რაც თავის თავად ფოლადაშვილსაც ხდის სისხლის სამართლის დამნაშავეს”,- განაცხადა ნებიერიძემ.

ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.

შეგახსენებთ, რომ ვაკე-საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს.