გორისციხის დროშები ქარს ვერ უძლებს

576

გორისციხის დროშები ისევ ზიანდება. გორის მერიის მიერ ზაფხულში შეძენილი დროშები მალე შესაცვლელი გახდება. ისინი გორის ქარს ვერ უძლებს და ნაკუწ-ნაკუწდება. 2020 წლის ივნისში 4-ვე დროშა გამოცვალეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

შესყიდვებს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მერიამ დროშები 2020 წლის ივნისში შეიძინა. ტენდერი 27 000 ლარზე იყო გამოცხადებული, თუმცა ტენდერში, სადაც 10 კომპანია იღებდა მონაწილეობას, გაიმრჯვა კომპანიამ, რომელმაც შესყიდვის ფასი 9 000 ლარი მიუთითა.

მერიის შესყიდვის სამსახურში ტენდერში გამარჯვებულად, სწორედ, ეს კომპანია ,,ემრე” გამოაცხადა. საგარანტიო ვადა 6 თვეა.  ამავე ვებ-გვერდის ცნობით, გორის მერიმ დროშების ტენდერი 2019 წელსაც ჰქონდა გამოცხადებული. იმ დროს დროშები 8500 ლარად შეიძინეს, თუმცა გაზაფხულზე ყველა დროშა დაზიანდა.