კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტში ახალი რეგულაციები დაწესდა

338

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტში ახალი რეგულაციები დაწესდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.

“რეგულაციების შესრულებას საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებდნენ”, – განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში პეტრე ადამაძე.

ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თქმით, შესაძლოა, შეიცვალოს საქალაქო ტრანსპორტის გრაფიკიც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 782 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა.

ქვეყანაში რეგიონი ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა.