ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

289

კორონავირუსით ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.

ავთანდილ ოსეფაიშვილს პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა.