საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები გრძელდება.
წყალმომარაგების კომპანის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
მათივე ცნობით, რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სრულად არის ამორტიზებული არსებული მილები, მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.
“სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, გამრიცხველიანდება მოსახლეობა. პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.