ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს აიღონ და წაგვართვან და რაზეც ჩვენ ამდენი ადამიანი ვეუბნებით “არას!”- ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, 30 წლის წინ მოპოვებული თავისუფლება დღეს საფრთხეშია.
“ჩვენ ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს და გადმოგვცეს თავისუფლება. გადმოგცეს თავისუფლება, რომლის გარეშეც ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის ნება, მოქალაქის არჩევანი, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს თავისუფლებას და არავინ სხვა. დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ სწორედ 30-წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა სათითაოდ პასუხისმგებელი ვართ, რომ არ წაგვართვან, მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსი გვაქვს და როგორ ვფიქრობთ და დღეს ეს თავისუფლება საფრთხეშია. ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს აიღონ და წაგვართვან და რაზეც ჩვენ ამდენი ადამიანი ვეუბნებით “არას!”. ვერ წაგვართმევთ, საქართველოს მართავს მოქალაქე, თავისუფალი მოქალაქეების ნება და არავინ სხვა. რისი იმედი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს? მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი. გუშინ კიდევ ორი პოლიტპატიმარი დაემატა და ჩვენ შეგვიძლია მშვიდად გავაგრელოთ ცხოვრება, როცა ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის მძევლები? ნატალია, ივერი, გიორგი რურუა. არ შეგვიძლია! არც უმოქმედობა შეგვიძლია, არც ჩხუბს ვაპირებს, არც შუღლს ვაპირებთ, ვაპირებთ ერთიანად, პრინციპულად, შეუპოვრად, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი ხალხს ატყუებს, თითქოს მათ აქვთ არჩევანი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის.
“თითქოს ჩვენი თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის, არ არსებობს, არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება, არც განვითარება, არც განათლება, არანაირი პერსპექტივა თავისუფლების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ შვილებს რომ პერსპექტივა შევუქმნათ, მთელი საქართველო შევიკრიბეთ დღეს აქ და აუცილებლად გამოვგლიჯავთ ერთმანეთის მოფრთხილებით, ყველა წესის დაცვით, გამოვგლიჯავთ ქვეყანას, სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ და დავიბრუნებთ არჩევნებს. ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს თქვენი თავისუფალი მოქალაქეების წინაშე, დღეს არ შემიძლია არ ვიამაყო ამ ერთობით, გადამწყვეტ მომენტში, ყველაფერი გადავდეთ გვერდზე, ყველანაირი პარტიული ინტერესი, ეგოიზმი, ჩხუბი და კინკლაობა და როგორც თქვენ ერთ მუშტად შეკრული, ყველა ერთად წარმოგიდგენთ მრავალპარტიული გუნდი იმ გეგმას, როგორც დავამარცხებთ ამ ურჩხულს და დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ერთიანი იმაში, რომ უნდა გვქონდეს თავისუფალი საქართველო, პარტიული ნიშნით არ ვყოფთ ხალხს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.