გორის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურმა საკრებულოს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის მიხედვით შესყიდვების სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში 118 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, რომლის ჯამური ღირებულება 3 483 418 ლარს შეადგენს.
“გაფორმებულია 118 გამარტივებული შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 3 483 418 ლარი. 14 კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ჯამში 932 552 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერს ასეთი 277- ია, ხელშეკრულება კი 118 – თან გაფორმდა, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულებამ ჯამში 30 450 935 ლარი შეადგინა”, – წერია ანგარიშში.
ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად მიღებულმა ეკონომიამ – 3 957 634 ლარი შეადგინა.