ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი გარდაიცვალა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 – 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, – ნათვქამია ცეკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.