შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მაღალი ხარისხის პროჟექტორებით 40-მდე დაზიანებული სანათი ჩანაცვლდება.