დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 99 უბანი იყო და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა, სწორედ ამიტომ, სასამართლოში სარჩელი შევიტანე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წარმოუდგენელი მასშტაბებია.
„ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებს ვასაჩივრებთ. განურჩევლად ყველა ოლქისა, მასობრივადაა დარღვევები. მე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებულ დარღვევებზე შევიტანე სასამართლოში სარჩელი. მინდა გითხრათ, რომ 99 უბანი იყო დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა. საოლქო კომისიას მივმართეთ და სარჩელი განუხილველად დატოვა. სასამართლოს ვთხოვთ, აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობას, რადგან ხელახლა დაავალოს განსახილველად საოლქო კომისიას“, – განაცხადა სამუშიამ.