გორის მუნიციპალიტეტში 7 უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭებაზე საკრებულო იმსჯელებს

375

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის განვლილ პერიოდში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე 9 ინიციატივა განიხილა. ინფორმაცია საკრებულოს ერთწლიან ანგარიშშია მოცემული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მოსახლეობასთან შეხვედრები კონსულტაციის მიზნით რვაჯერ მოეწყო.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, უსახელო გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალს რომლებსაც სახელები მიენიჭებათ:

1. ქალაქ გორში, მშვიდობის გამზირზე მდებარე უსახელო მოედნისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე;

2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში უსახელო სპორტული მოედნისთვის ქებაძე ნიკოლოზის სახელის მინიჭების შესახებ;

3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის – ქუჩისთვის ქ.ცხინვალის მისადგომებთან 1992 წლის11 მაისს გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვებული გიორგი ხახუტაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე;

4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის ქუჩისთვის „მებაღის“, „მეურნის“, „მეწარმის“ სახელის მინიჭების თაობაზე;

5. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში გეოგრაფიული ობიექტისთვის „მშვიდობის“ სახელის მინიჭების თაობაზე;

6. ქ.გორში ჭავჭავაძის გამზირზე (კვერნაკის დასახლება) სახელწოდების არმქონე მოედნისთვის ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა ფშაველას სახელის მინიჭების თაობაზე;

7. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის – ქუჩისთვის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე;

8. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის – ჩიხისთვის „აგურქარხნის“ სახელის მინიჭების თაობაზე;

9. ქალაქ გორში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის – სკვერისთვის ალექსი აბულაძის სახელის მინიჭების თაობაზე.

ზემოაღნიშნული საკითხების ნაწილი კანონმდებლობის შესაბამისად გაგზავნილია სამთავრობო კომისიაში, ხოლო ორი საკითხი:

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის ქუჩისთვის „მებაღის“, „მეურნის“, „მეწარმის“ სახელის მინიჭების თაობაზე“ და „ქალაქ გორში უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის – სკვერისთვის ალექსი აბულაძის სახელის მინიჭების თაობაზე“ კომისიამ მიიჩნია არამიზანშეწონილად მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო.