ჩვენი თვითმიზანი ვიღაცის დასჯა კი არ არის. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოვიპოვოთ და დავიბრუნოთ არჩევნები და ავაშენოთ სახელმწიფო,- ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა მიეცეს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარე სამართლებრივ პასუხისგებაში.
ხოშტარიას თქმით, „არჩევნების მოპარვა არის სისხლის სამართლის დანაშაული”.
„ახლა რაც ხდება საოლქოებში და რაც ხდება ცესკო-ში, ეს არის სახელმწიფოს მიტაცებაში მონაწილეობის მიღება. ეს არის დანაშაული.
არჩევნების მოპარვა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადამიანებს არც უმალავენ, რომ ხელმოწერები გააყალბეს. პირდაპირ ეუბნებიან, არ შეგაწუხეთ და არ მოგიყვანეთ, ჩვენ თვითონ მოვაწერეთ ხელიო.
ჩვენი თვითმიზანი ვიღაცის დასჯა კი არ არის. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოვიპოვოთ, დავიბრუნოთ უკან არჩევნები და ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც სასამართლო და ზოგადად ინსტიტუტები ფუნქციონირებს”,- განაცხადა ხოშტარიამ.