“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გადაადგილების შესაძლო შეზღუდვაზე საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ამ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან, თუკი, ის სპეციალურად იმისთვის იქნება, რომ აქცია არ გაიმართოს.
“თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გაკეთებულია სპეციალურად, იმისათვის, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავისი პროტესტი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა, სადაც ითქვა, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს და ერთ-ერთი, შესაძლოა, ღამის საათებში გადაადილებასაც შეეხოს.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის თქმით, გამორიცხული არ არის გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.