ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის დერეფანში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აღნიშნულ სახლში 12 ოჯახი ცხოვრობს.როგორც საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები ამბობენ 5 წელია არსებული პრობლემის შესახებ მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ:
“შენობა ავარიულ მდგომარეობაშია უკვე 5 წელია. გვაწვიმს, ყველაფერი დამპალია და ამორტიზებული, კიბე უკვე მოცილებულია საყრდენ კედელს, იატაკი ჩატეხილია, ყურადღებას არავინ გვაქცევს,პასუხად სულ ბიუჯეტში თანხების არარსებობას ასახელებდნენ. წუხელ კი ჭერი ჩამოინგრა და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა “- გვითხრა მარინა წულაიამ. შემთხვევის ადგილზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,მათ ადგილობრივ ხელისუფლებას სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდეს:“ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ნგრევა გაგრძელდეს და საფრთხე შეექმნას მოსახლეობას. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ადგილობრივ თვითმმართველობას, ქალაქის მერს და იმ სამსახურს, რომლის მოვალეობაცაა აღნიშნულით დაინტერესდეს.მოუწოდებ მათ დაუყონებლივ მოაგვარონ ეს პრობლემა,რომელიც სასიცოცხლოდ, მნიშვნელოვანია ჩვენი თანაქალაქელებისთვის“ განაცხადა ოთარ ხარჩილავამ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზურაბ ჯამბურიას თქმი პრობლემას დეტალურად შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
წყარო: msnews.ge