ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია. წილისყრა ცესკო-ში დღეს საღამოს გაიმართა. საარჩევნო სუბიექტები არჩევნებში შემდეგი ნორმებით მიიღებენ მონაწილებას:
”ახალი მემარჯვენეები” – 29
„მამულიშვილი ორდენი სამშობლო“ – 34
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 14
”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 41
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ -1
„დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 8
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 10
„ტრადიციონალისტები“ – 18
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 4
„ზვიადის გზა უფლის სახელით“ – 28
„პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” – 31
„ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ – 13
„სოციალისტური საქართველო – კომუნისტები“ – 37
„მრეწველები“ – 19
„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 15
„პარტია ”საქართველო” – 17
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ – 22
”რესპუბლიკური პარტია” – 6
„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 39
”შენების მოძრაობა” – 20
”მემარცხენე ალიანსი” – 9
„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 23
„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – 7
„საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები“ – 12
„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 11
„საარჩევნო ბლოკი ”ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველო” – 2
„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ – 27
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 5
„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ – 3
„სახალხო – ხალხის ერთსულოვნება“ – 38
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – 42
იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო არჩევნებში, მიმართვის შედეგად ცესკო-მ იგივე საარჩევნო ნომრები მიანიჭა.
სულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 24 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატი. იმ საარჩევნო სუბიექტთა რაოდენობა, რომლებსაც საარჩევნო ნომერი წილისწყრით მიენიჭათ, 15-ს შეადგენს.
წყარო: ინტერპრესნიუსი