სოფელ ყარაჯალაში, 38-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები და კომისიის წევრები დაუპირისპირდნენ

337

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 38-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები და კომისიის წევრები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კომისის წევრებს დარღვევებზე მითითება მისცა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე გაყალბების „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს. ვითარების ადგილზე გარკვევას ცდილობდნენ ჟურნალისტები, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ტერიტორია დაატოვებინა.