თუ რომელიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რაიმე სახის დარღვევას მიუთითებს, პირადად ვთხოვ ყველას, რომ მიუთითოს კონკრეტული ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, ამას რომ ჰქონდეს ოდნავ სისტემური ხასიათი, ხომ შეიძლება, რომ ერთი ფაქტი სადმე ამოვარდეს. თუ ერთი ფაქტი მაინც არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ტყუილი და სამწუხაროდ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამბობს ტყუილს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, თუ არ ვცდები, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუ არადა, მოვიბოდიშებ. მე ნამდვილად ნანახი მაქვს კადრები, სადაც 20-20 ლარს ურიგებენ ამომრჩეველს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.