„ქსელური მაღაზიები: „კარფური“, „მაგნიტი“, „ფრესკო“, „დეილი“ და „ზღაპარი“ ქართული წარმოების პროდუქციას ბლოკავენ და პრიორიტეტი უცხოურ ნაწარმს ენიჭება,- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმერეთში, გოგი წულაიამ გააკეთა.
მისი თქმით, ყველა ე.წ. ბრენდულმა მაღაზიამ ქართული პროდუქციის რეალიზაციას ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს.
„ყველა ქსელურ მაღაზიასა და მის მენეჯმეტს მოვუწოდებ, რომ ეროვნულ ნაწარმს მხარი დაუჭიროს და აქტიურად ჩაერთოს მისი დისტრიბუციის, შემდგ კი რეალიზაციის საქმეში. მომხმარებელს ქართული პროდუქცია არათვალსაჩინო ადგილზე ხვდება, იმპორტირებულ საქონელს კი პრივილეგია ენიჭება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მიდგომაა. ეს უსამართლო ტენდენცია, ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ მიდგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიწყებთ ამ მაღაზიების ბოიკოტირებას“,- განაცხადა წულაიამ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ ქართული პროდუქციის გამორჩეულ ლობირებას კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს.