მიწა 1 მლნ ლარად – გორის მერია ნაკვეთს ასხვისებს

429

გორის მუნიციპალიტეტის მერია, კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელექტრონული აუქციონის ფორმით მიწის ნაკვეთს ასხვისებს, რომლის საწყისი ფასი მილიონ ლარს აჭარბებს.

26 950 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მერიას 1 025 000 ლარად აქვს შეფასებული, თუმცა გასხვისებისას, უწყებას თავისი პირობა აქვს:

“პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – ირკვევა აუქციონის პირობებიდან.

ვაჭრობის ბიჯი 102 500 ლარია.