გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკის ოთახის მოწყობისთვის დიზაინის შესაქმნელად კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.
ნუმიზმატიკის ოთახის დიზაინს ვახტანგ ხოშტარია შექმნის, რისთვისაც სააგენტო მას 3 000 ლარს გადაუხდის.
ხელშეკრულების მიხედვით, ხოშტარიას მოვალეობებს შორის იქნება საგამოფენო კონცეფციის შექმნა, საექსპოზიციო მასალის შერჩევა, საგამოფენო ტექსტების მომზადება და საექსპოზიციო სივრცის დაგეგმარება-დიზაინი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მომსახურება განხორციელდება არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა.