იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პრობლემა მოგვარებადია, ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება

562

პერმანენტულად ყველაფერი გაკეთდება, ისე როგორც ადრე, ეტაპობრივად. მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ მზად და გულღია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენ მათ ყოველთვის მოვუსმენთ და დავეხმარებით, – ამის შესახებ “ქართული-ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის N4, ბარნოვისა და ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ქუთაისის სამომავლო განვითარების პერსპექტივა, ინფრასტრუქტურული პროგრესი, მოქალაქეების აქტიური ჩართულობა ქალაქის იერსახის გალამაზებაში, კონკრეტული ქუჩის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ქუთაისური ღირებულებები, ურთიერთობები, განათლება, კულტურა და სპორტი – ეს ის თემებია, რომლის შესახებაც მერობის კანდიდატმა და ამომრჩევლებმა შეხვედრისას ისაუბრეს.

“ინფრასტრუქტურული პრობლემების ყველაზე რთული ნაწილის მოგვარება სულ მალე, მომავალი წლიდან დაიწყება. პერმანენტულად ყველაფერი გაკეთდება, ისე როგორც ადრე, ეტაპობრივად. მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ მზად და გულღია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენ მათ ყოველთვის მოვუსმენთ და დავეხმარებით”, – აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.