დავით ჭიჭინაძე: სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა

643

სუს-მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ, პოლიტიკოსებს დასდევენ და ოპოზიციურ პარტიებს ებრძვიან,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლებაც კი არ აქვს, რადგან დაპირებებიც კი აღარ გააჩნიათ ადამიანებისთვის.

„ხელისუფლებაში რომ არიან, უკვე ეგეც უკადრებელია! 10 მილიარდი ისე გააქრეს, ამ საერთო გასაჭირის ჟამს, არაფერი დახარჯულა არც ჯანდაცვაზე, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე. თავადაც მხოლოდ კომენტატორებად გადაიქცნენ და არახუნებენ ციფრებს. გამოსავლის მოძებნის ნაცვლად კი, ისევ შიდა ბრძოლები აქვთ გამართული, სხვადასხვა მეთოდებით როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება და განაგრძონ ხალხის გატყავება“,-აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.