სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

559

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათ აქციაზე მავნებლის მიერ გაფუჭებული თხილი და სიმინდი მიიტანეს და შენობის შესასვლელთან დაყარეს.

,,ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალი იყო… ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. შეიქმნას კომისია, დათვალონ ზარალი და შემდეგ მოხდეს მისი ანაზღაურება”, –  ამბობენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

წყარო:  radiotianeti