გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სარეზერვო სიაში რეგისტრაცია ორშაბათიდან დაიწყება.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, სარეზერვო სიიდან ბავშვების ბაღში ჩარიცხვა 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც სარეზერვო სია გაუქმდება. თუ ამ პერიოდში ბავშვი ვერ ჩაირიცხება ბაღში, მომავალი სასწავლო წლისთვის (2021-2022) ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო.
“რეგისტრაციისთვის საჭიროა, რომ მშობელი მობრძანდეს სააგენტოში (სტალინის 16, მეორე სართული) და დაწეროს განცხადება. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში დავუკავშირდებით მშობელს, რომ წარადგინოს საჭირო საბუთები. სააგენტოში მისვლისას აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა”-აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.