„თავისუფალმა საქართველომ” ლურსმანაშვილების ოჯახს „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ფარგლებში წამლები გადასცა

463

„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ფარგლებში, ლურსმანაშვილების ოჯახს წამლები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძემ, ზაირა ლურსმანაშვილსა და მის შშმ მეუღლეს მედიკამენტები პირადად გადასცა.

„ჩვენი პარტიის მიზანია, რომ ადამიანებს უმტკივნეულოდ შეეძლოთ მათთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. სახელმწიფო, ფარმაცევტული მონოპოლიების გასაუქმებლად არაფერს აკეთებს, თუმცა ამ მიმართულებით, თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი დაპირება გასცა“,- განაცხადა თენგის ომანიძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც „იაფი მედიკამენტების პროგრამა” შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა კიდეც.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გასულ წელს უპრეცედენტო კამპანია წამოიწყო, რომელიც „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ამოქმედებით გამოიხატა. ამ ხნის განმავლობაში, შეღავათებით ათასობით ადამიანმა ისარგებლა. მოხარული ვარ, რომ შევძელით და მედიკამენტების მომხმარებლებს მათთვის საჭირო წამლები სამჯერ და ოთხჯერ უფრო იაფად მივაწოდეთ და გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა“,- აღნიშნა ომანიძემ.

„ლურსმანაშვილების ოჯახს გადაეცა: პირველი – პრესტანსი 10/5მგ 30 აბი, საქართველოს აფთიაქების ფასი – 40.48ლ. „თავისუფალი საქართველოს“ „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ფასი – 11.40ლ, მეორე – კარდიომაგნილი 150მგ, 30 აბი, საქართველოს აფთიაქების ფასი – 9.82ლ. „თავისუფალი საქართველოს“ „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ფასი -1.95ლ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.