ჩოხატაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნინო ბარამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, ინფიცირების სავარაუდო წყარო გამარჯვებულ ქალთა კლუბის ერთ-ერთი წევრია, რომელიც გასულ კვირას ჩოხატაურში იმყოფებოდა და რომელსაც 3 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
ბარამიძის ინფიცირების გამო, დროებით სასწაცლო პროცესი ჩოხატურის ყველა საბავშვო ბაღში შეწყვეტილია და ამ დროისთვის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.