8 თვის შემდეგ ენგურის ხიდი პენსიონერებისთვის გაიხსნა

720

8 თვის შემდეგ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი პენსიონერებისთვის და სოციალური შეღავათების მიმღებთათვის გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. საზღვარი 16 ოქტომბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეგიდით  კვირაში სამჯერ შეძლებენ – ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვარი მიმდინარე წლის 14 მარტს დაიხურა.