ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
როგორც პრესმდივანი დინა გასიევა ამბობს, ბიბილოვს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.
გამოცემა რეს-ის ინფორმაციით, კორონავირუსი აქამდე დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პრესმდივანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსი აქვს დეფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს.
ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ინფიცირებულთა ზუსტ რიცხვ ვერ ასახელებენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული რიცხვების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ.