ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი — ბათუმში ხალხმრავალი აქციის გამო კალაძე ენმ-ს აკრიტიკებს

340

წინა სტატია

“როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს “ფეხებზე ჰკიდიათ”? — ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ხალხმრავალ შეკრებას. მისი თქმით, ქვეყანას ორი ვირუსი აქვს დასაძლევი.

“პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი….დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი”, — წერს კალაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციაზე. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს “ქართული ოცნებაც” მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.