19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. ამასთან, აჭარის რეგიონში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე, ასევე რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, აჭარაში ვირუსის გავრცელების მეტ ნაკლები სტაბილიზება მოხდა.