ხვალიდან თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება

441

თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღვანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

„თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა  22:00 საათიდან შეიზღუდება ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში დღეს, 15 ოქტომბერს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 208, გარდაიცვალა – 4.

საქართველოში სულ 14 440 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 367 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 113.