წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა

530

წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ ადგილზე დაათვალიერა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა.

რეგიონში ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თანხა შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტია.