გიგი წერეთელი: კოალიციური ხელისუფლება ყველასთვის შედეგს მოიტანს

814

31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება ის მძიმე კრიზისი, რომელშიც ქვეყანა დღესაა შესული და „ევროპული საქართველოს“ გეგმა თითოეულ მოქალაქეს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში გიგი წერეთელმა, ზესტაფონის რაიონში, ტაბაკინის, კლდეეთისა და ალავერდის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

წერეთლის თქმით, ამ რაიონში მძიმე სოციალურ პირობებს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ერთვის თან, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივების ყოფით ცხოვრებას.

„კიდევ ერთხელ ვესტუმრე ტაბაკინს, კლდეეთსა და ალავერდს. მიუხედავად საშემოდგომო სამუშაოებისა და მოუცლელობისა, მადლობელი ვარ, რომ არ დაიზარეს შეხვედრაზე მოსვლა. კვლავ ვისაუბრეთ იმ უამრავ პრობლემაზე, რაც სოფელში ცხოვრებას თან სდევს. იმედი მაქვს წყლისა და გაზმომარაგების საკითხი არჩევნების შემდგომ მოგვარდება და ის აუცილებელი ცვლილებებიც, ახალი, კოალიციური ხელისუფლება შედეგს მოიტანს ყველასთვის,“ – განაცხადა წერეთელმა.