გურჯაანის მერიის სოციალური პროგრამის ბიუჯეტში 400 000 ლარზე მეტია დარჩენილი

292

მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით ისარგებლოს. ამისათვის ბიუჯეტში 400 ათას ლარზე მეტია დარჩენილი. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

დახმარების მისაღებად მოქალაქეებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. წელს 9 თვის განმავლობაში სოციალური პაკეტით 3 464-მა ბენეფიციარმა ისარგებლა და ბიუჯეტიდან 1 105 148 ლარი დაიხარჯა.

ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოქალაქეები ძირითადად სამედიცინო დახმარებისა და მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებისთვის აკითხავენ. შეგახსენებთ, რომ წელს სოციალური პროგრამისთვის ბიუჯეტში მილიონ 516 ათას 200 ლარია გამოყოფილი.