წელს გურჯაანის მერიის სოციალური პაკეტით 3 464-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

555

გურჯაანის მუნციპალიტეტის მერიის სოციალური პაკეტით 3 464-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ბიუჯეტიდან 9 თვის განმავლობაში მოსახლეობის დასახმარებლად მილიონ 105 ათას 148 ლარი დაიხარჯა.

ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის, სოფიო ქუმსიაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები ძირითადად სამედიცინო დახმარებისა და მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებისთვის აკითხავენ.

გურჯაანის მუნიციპალიეტის მერიის სოციალური პროგრამა 19 ქვეპროგრამას მოიცავს და ჯამში მილიონ 516 ათას 200 ლარია გამოყოფილი.

ბენეფიციარებმა დახმარების მისაღებად გურჯაანის მუნციპალიტეტის მერიას განცხადებით უნდა მიმართონ.