როდის მოგვარდება გურჯაანის სოფელ ახაშენში, სამების უბანში, სასმელი წყლის პრობლემა

390

ახაშენში, სამების უბანში მოსახლეობას წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, 10 დღეში მოუგვარდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ჭაბურღილი მოწყობილია და მხოლოდ ელექტროენერგიის მიყვანაა საჭირო, მერიამ ენერგოპროს განცხადებით უკვე მიმართა. ამის შესახებ გურჯაანის ტელევიზია წერს. 

შეგახსნებთ, რომ ახაშენში ახალი ჭაბურღილი 1 თვეზე მეტია მოწყობილია, თუმცა, მოსახლეობას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

ჩვენ ამ პრობლემაზე არაერთი სიუჟეტი მოვამზადეთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ახაშნელებს,ჯერ კიდევ, აგვისტოს ბოლოს პირდებოდნენ, რომ მათ სასმელი წყალი მიეწოდებოდათ. თვეზე მეტი გავიდა და მოსახლეობა კვლავ უწყლოდ არის დარჩენილი.