გაერთიანებულმა ოპოზიციამ კამპანია დაიწყო, რომელიც ყველა რეგიონში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს

347

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა ერთიბაშია”ეროვნული კამპანია დაიწყო, რომელიც ყველა რეგიონში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია და „ნაციონალურ მოძრაობა“ და გაერთიანებულ ოპოზიცია გადადის აქტიურ კამპანიაში. ბევრად უფრო აქტიურში, ვიდრე აქამდე იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფართომაშტაბიან შეხვედრებს და აქციებს გავმართავთ. ამ აქციების მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას განვუმარტოთ როგორ ვაპირებთ 31 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ როგორ ვაპირებთ ძალიან სწრაფად ამ ქვეყნის განვითარების დაწყებას. ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა დაადგეს აღმშენებლობის გზას. 

ამ შეკრებებზე და ამ აქციებზე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს დაანახებს თავის ძალას და იმ ერთიანობას, რომელიც სუფევს ჩვენს ამომრჩეველში. 

ამავე დროს, ჩვენ ძალიან კარგად ვათვითცნობიერებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არსებობს კორონავირუსის გამო. ამიტომ, ჩვენი ყველა შეკრება და აქცია გაიმართება დღეს არსებული წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით. 

20 დღე არის დარჩენილი გადამწყვეტ არჩევნებამდე. ახლა არის საჭირო ჩვენი სრული მობილიზება, რათა 31 ოქტომბერს ერთად გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ერთად დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა”. – აცხადებს უდუმაშვილი.