გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო 1” ახორციელებს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 940 მეტრი სიგრძის გზის მოწესრიგება.
“სამუშაოების დასრულებისთვის გვაქვს 4 თვე, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო ადრე დავასრულებთ. თვი ბოლოს დაიწყება ასფალტ-ბეტონის დაგება”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, აძვი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია. სოფელში დაზიანებული გზის პრობლემაზე რადიო “მოზაიკამ” ინფორმაცია გასულ თვეს გაავრცელა. ადგილობრივებს გზის პრობლემა წლებია აწუხებთ.