მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

401

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე ქსელი. პარალელურად, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგება. დაგეგმილი სამუშაოებისთვის 761 852 ლარი დაიხარჯება.

“ამასთან, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სადაც, წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო. უახლოეს მომავალში კი, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.